ფეხბურთი

2:05 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მოულოდნელი დასასრული

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტური მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პრაღაში, ადგილობრივმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძილაში დაამარცხა ჰოლანდია. ანგარიში 22-ე წუთზე დოკალიმ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში დე ვრეიმ უპასუხა. მატჩის საბოლოო წერტილი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პილარმა დასვა 2:1. გუს ჰიდინკი სადებიუტო ამხანაგური მატჩის შემდგომ, ოფიციალურ შეხვედრაშიც დამარცხდა.  

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ზენიცაში, სადაც ბოსნიის ნაკრებმა ქომაგები კვიპროსთან მარცხით გააწბილა. თავდაპირველად, ყველაფერი საპირისპიროდ მიდიოდა და მე-6 წუთზე ანგარიში იბიშევიჩმა გახსნა. მის გოლს, 45-ე და 73-ე წუთებზე კრისტოფმა უპასუხა და 3 ქულა მოუპოვა სამშობლოს. აღსანიშნავია, რომ 89-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა მირალემ პიანიჩმა და შეხვედრის ანტიგმირი გახდა.

ძალიან მოულოდნელი რეზულტატი დაფიქსირდა რეიკიავიკში. ისლანდიის ნაკრებმა შავი დღე აყარა თურქეთს და სამბურთიანი სხვაობით გაანადგურა მეტოქე.

იტალიის ნაკრებმა ზაზას და ბონუჩის გოლებით ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ნორვეგია, ხოლო უელსმა ბეილის დუბლით შეძლო ანდორის დამარცხება.

A ჯგუფი

ჩეხეთი – ჰოლანდია 2:1 (1:0)

პრაღა, “გენერალ არენა”


ჩეხეთი: ჩეხი, პროჩაჟკა, კადლეცი, ლიმბერსკი, დარიდა, კადერაბეკი, ვაჩა (კოლარი 81), კრეჟჩი (პილარი 66), დოკალი, როსიცკი, ლაფატა (ვიდრა 72).
მწვრთნელი: პაველ ბრბა

ჰოლანდია: სილესენი, ჯანმაატი, ველტმანი (ნარსინგი 39) დე ვრეი, ინდი, ბლინდი, დე იონგი, ვეინალდუმი, სნეიდერი, დეპაი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 1:0 დოკალი (22), 1:1 დე ვრეი (55), 2:1 პილარი (91).
გაფრთხილებები: პროჩაჟკა, ლიმბერსკი - ინდი
მსაჯი: ჯ.როკი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 11(4)-11(4), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 3-6, სეივი: 3-2


ისლანდია – თურქეთი 3:0 (1:0)


რეიკიავიკი, “ლაუგარდელსვიულური”

გოლები: 1:0 ბოდვერსონი (18), 2:0 სიგურდსონი (76), 3:0 სიგტორსონი (77).
გაძევება: თოფრაკი (თურქეთი 59)

ყაზახეთი – ლატვია 0:0

ასტანა, “ასტანა არენა”



B ჯგუფი

ანდორა – უელსი 1:2 (1:1)


ანდორა ლა ვალე, “კამპ დ’ესპორტს კონსელ გენერალი”

გოლები: 1:0 ლიმა (6 პენ.), 1:1;1:2 ბეილი (22;81).

ბოსნია – კვიპროსი 1:2 (1:1)

ზენიცა, “სტადიონ ბილინო პოლჟე”

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (6), 1:1;1:2 კრისტოფი (45;73),

89-ე წუთზე, პიანიჩმა პენალტი ვერ გაიტანა

H ჯგუფი

ნორვეგია – იტალია 0:2 (0:1)

ოსლო, “ულევალ შტადიონი”


ნორვეგია: ნილანი, ელაბდელაუი, ფორენი, ნორდტვეიტი, ფლო, დეჰლი, იენსენი (ტეტი 70), იოჰანსენი, სკელბრედი (პედერსენი 75), ნილსენი (ელიუნუსი 50), კინგი.
მწვრთნელი: პეტ-მატიას იოგმო

იტალია: ბუფონი, ასტორი, ბონუჩი, რანოკია, დარმიანი (პასკუალე 61), დე როსი, ფლორენსი (პოლი 87), ჯაკერინი, დე შილიო, იმობილე, ზაზა (დესტრო 83).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ზაზა (16), 0:2 ბონუჩი (62).
გაფრთხილებები: ნორდტვეიდი, ფორენი – ფლორენსი, ასტორი
მსაჯი: მ.მაზიჩი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 5(0)-13(6), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-0


აზერბაიჯანი – ბულგარეთი 1:2 (0:1)

ბაქო, “ბაკსელ არენა”

გოლები: 0:1 მიკანსკი (14), 1:1 ნაზაროვი (54), 1:2 ჰრისტოვი.


ხორვატია – მალტა 2:0 (0:0)

ზაგრები, “სტადიონ მაქსიმირი”

გოლები: 1:0 მოდრიჩი (46), 2:0 კრამარიჩი (81).



ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10898