ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის – ლუიშ ნანის ტრანსფერის საკითხს მიუბრუნდა. Sky Italia-ს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.
მოგეხსენებათ, ნანის სახელს ტურინულ კლუბს დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერი ვერა და ვერ გაიჩარხა. მოსალოდნელია, რომ იანვრისთვის, “იუვენტუსი” და “მანჩესტერი” 27 წლის პორტუგალიელის ტრანსფერზე საბოლოოდ მორიგდებიან.
ცნობისათვის, ნანის “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.