ფეხბურთი

14:17 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტურინელებს ვილია-სანჩესის დუეტიც სურთ

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” ძალზე აქტიური იქნება. Tuttosport-ის ცნობით, “ბიანკონერის” კატალონიის “ბარსელონას” შემტევების – დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესის შეძენა სურს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობიდან კატალონიაში მოსალაპარაკებლად ჩაფრინდებიან ბეპე მაროტა, ანდრეა ანიელი და პაველ ნედვედი. ვილიასა და სანჩესის სანაცვლოდ, ტურინელები ბარსელონელებს საწყის ფასად 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ. დიდი ალბათობით, “ბლაუგრანა” ამ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან მხოლოდ ვილიას სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ესპანეთში ყოფნისას, “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მადრიდსაც ეწვევიან და “რეალთან” გამართავენ მოლაპარაკებებს. მოგეხსენებათ, “სამეფო კლუბი” ტურინელთა შუახაზელის – არტურო ვიდალის ტრანსფერითაა დაინტერესებული და საუბარიც სწორედ ამ თემას შეეხება. 

 

0.11255