ფეხბურთი

22:35 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურემ, შესაძლოა, რამდენიმე მატჩი გამოტოვოს

“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე ტრავმირებულია და “ქალაქელთა” უახლოეს მატჩებში მისი თამაში საეჭვოა.

ტურემ ტრავმა “ლივერპულთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და მან მოედანი მე-19 წუთზე დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 30 წლის შუახაზელს მუხლი აქვს დაზიანებული. მისი მკურნალობის ზუსტი ვადები ცნობილი ჯერ არაა, მაგრამ ივარაუდება, რომ მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

0.106074