“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე მადრიდის “რეალში” მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ბარსელონას” ქომაგობის გამო, მას “სამეფო კლუბში” გადასვლის საკითხი არასდროს განუხილავს.
“რეალში” გადასვლის საკითხი არასდროს განმიხილავს, რადგან “ბარსელონას” გულშემატკივარი მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი. მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ “ბარსას” წინააღმდეგ თამაში ძალიან გამიჭირდება.
“ბარსელონა” ჩემთვის ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი. ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა.” – აცხადებს ტურე, რომელიც კომენტარს “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართ დაპირისპირებაზეც აკეთებს – “ბაიერნთან” თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩემის აზრით, “ბარსა” ფავორიტია.”