“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე კარიერის “პარი სენ ჟერმენში” გაგრძელების პერსპექტივით მოხიბლულია.
როგორც ცნობილია, ტურე “სიტის” დატოვების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. ამის მიზეზი ისაა, რომ “ქალაქელებმა” 31 წლის ფეხბურთელს დაბადების დღე არ მიულოცეს.
“პსჟ? როდესაც შენი სამსახურით ასეთი გუნდია დაინტერესებული, უარის მარტივად თქმა არ შეიძლება. ბოლო რამდენიმე წელიწადში პსჟ უმაღლესი დონის გუნდად იქცა. ამ გუნდის წევრობა დიდი პატივი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, პარიზელებისთვის გამოსადეგი ვიქნები.” – ციტირებს ტურეს სიტყვებს France Football-ი.
იაი ტურე “სიტიში” 2010 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 35 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. აფრიკელი ნახევარმცველი “ქალაქელთა” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ცოცხალია? :დ
აუ იზვინი მარიო ალბათ ჩემმა გინებებმა გამოგიწიეს
დაიკიდე ძმა ჯერ პატარა ხარ ან სახლში წადი ან ჩვენთან და ჯადოს მოგხსნი
აი ვერხვდები მარტო იმის გამო რო მოხვდნენ სახელოვან კლუბში ამის გულისთვის ყველაფერს გაწაევს ზოგიერთი ფეხბურთელი უკანა პლანზე
ყოფილიყო დორტმუნდში ძალიან კარგად თამაშობდა და დარწმუნებული ვარ იმაზე მაღალ დონეზე იქნებოდა ვიდრე ეხლაა რაც დორტმუნდში იყო იმის ნახევარი მაინც თუა ეხლა საკითხავია
ერთერთი ლიდერი ხარ გუნდის გულშემატკივარი გაფასებს შემდეგ ღებულობ წინადადებას დიდი უფრო დიდი კლუბისგან და ხდები არაფერი
ყოფილიყო დორტმუნდში. რაღას მირბოდა?!
ლივეში გელოდებით .............