ვეტერანი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე არგენტინულ “როსარიო სენტრალში” გადასვლასთანაა ახლოს. აღნიშნული კლუბის თავკაცმა მიგენ ანხელ რუსომ Ahora Deportes de Rosario-ს განუცხადა, რომ 35 წლის მეგოლესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
მხარეები კონტრაქტს კვირას გააფორმებენ. აქვე გეტყვით, რომ “როსარიო სენტრალი” უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვაც ამიტომ დაიწყო.
თავის მხრივ, ტრეზეგეს “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ მომდევნო სეზონისთვის არგენტინული წარმოშობის ფრანგი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში აღარ შედის.