ფეხბურთი

17:26 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე “ნიუელზ ოლდ ბოიზში” ითამაშებს

გამოცდილი ფრანგი თავდამსხმელი დევიდ ტრეზეგე კარიერას “ნიუელზ ოლდ ბოიზში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული კლუბის ოფიციალური Twitter-ი ავრცელებს.

36 წლის შემტევი, რომელიც აქამდე “რივერ პლეიტში” თამაშობდა, “ინტერნასიონალეში” გადასულ იგნასიო სკოკოს შეცვლის.

ფრანგმა თავდამსხმელმა, რომელსაც “მონაკოსა” და “იუვენტუსში” უთამაშია, გასულ სეზონში, “რივერ პლეიტის” მაისურით, 36 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

0.115236