ფეხბურთი

19:36 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგედია სიბერეში – ძანეტი 8 თვე იუქმებს

 

“პალერმოსთან” იტალიის ჩემპიონატის მატჩში (0:1), მილანის “ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა ნაადრევად დაასრულოს. Corriere della Sera-ს ცნობით, 39 წლის არგენტინელმა აქილევსი დაიზიანა.

მატჩის შემდეგ, “ნერაძურის” სამედიცინო შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეტერან არგენტინელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. ჩვეულებრივ, ამგვარი ტრავმის მკურნალობას 8 თვე სჭირდება.

ძანეტი, რომელსაც აგვისტოში 40 წელი უსრულდება, საფეხბურთო მოედანზე დარჩენას მომდევნო სეზონშიც გეგმავდა. არაა გამორიცხული, ამ ტრავმამ არგენტინელს ბუცები ლურსმანზე ახლავე დააკიდინოს.

ცნობისათვის, ძანეტი “ინტერის” ღირსებას 1995 წლიდან იცავს. 847 მატჩით, არგენტინელი “ნერაძურის” რეკორდსმენია. მას არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტჯერ – 145-ჯერ უთამაშია.

0.115985