ფეხბურთი

19:58 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

თოვლიანი მე-17

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის წინა ტურის არ იყოს, უამინდობამ მე-17 ტურსაც დაასვა დაღი. დასავლეთში მოსულმა თოვლმა მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახადა. ამისდაკვალად, ორი შეხვედრა რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე გაიმართა. “ტორპედომ” “ზუგდიდს” მცხეთაში უმასპინძლა. ზესტაფონში კი ბოლო მომენტამდე ელოდნენ, მაგრამ მატჩი მაინც გადაიდო. ჩაშლის პირას იყო გორული შეხვედრაც, მაგრამ იქაურებმა იყოჩაღეს, თოვლი გაწმინდეს და თამაში ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო და მშვოდობიანად ჩამთავრდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. “დილამ” და “ჩიხურამ” ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს, თუმცა, სიცივის მიუხედავად, თამაში კარგი საცქერი გამოდგა.

კვლავ გაიმარჯვა “სიონმა” და ზედა ექვსეულში მოხვედრის სერიოზული წინაპირობა შეიქმნა. ბოლნისელები “მეტალურგთან” 5-6 ადგილებს იყოფენ.

“ზუგდიდმა” გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა, ჩემპიონატში კი ეს ზუგდიდელთა ოდენ მეორე მოგებაა. მანამდე მათ 31 აგვისტოს, ანუ სამ თვეზე მეტი ხნის წინათ, შინ “სიონი” დაამარცხეს (2:1).

დარასელიას შეგირდებმა სტუმრად “ტორპედოს” მოუგეს, რომლის საქმეებიც კატასტროფულად მიდის ქვევით და თუ ასე გაგრძელდა, ზედა ექვსეულზე ვეღარც იფიქრებენ. ეს ქუთაისელთა მეშვიდე წაგებაა ბოლო 8 ტურში.  

ტურის ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი “დინამო არენაზე” მოხდა, სადაც სტუმარმა “ვიტ ჯორჯიამ” “დინამო” დაამარცხა. ვერ ვიტყვით, რომ “ვეტერინარებმა” შემთხვევით მოიგეს, ზურაბ ბერიძის შეგირდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და არაფერი დაუთმიათ ლიდერისთვის. რაც შეეხება “დინამოს,” აქ მთავარმწვრთნელად მალხაზ ჟვანიას მოსვლით ახალი ეპოქა დაიწყო, გუნდში ახალგაზრდების დაწინაურების პროცესი მინდინარეობს და ასეთ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნება ალბათ, ძნელი იქნება. “დინამომ” წლევადელ სეზონში შინ პირველად წააგო.

საშემოდგომო ეტაპის დამთავრებამდე კი ერთი ტურიღა დარჩა.

15 დეკემბერი

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლაშა კასრაძე (89)

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დავით სვანიძე (30), 2:0 ვალერი აბრამიძე (90)

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

 

14 დეკემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი ჩირგაძე (17), 2:0 გიორგი გავაშელიშვილი (49), 3:0 გიორგი ჩირგაძე (72), 3:1 მამუკა ტორონჯაძე (89)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 ირაკლი ეხვაია (49, 50), 1:2 რევაზ ბარაბაძე (79)

 

ზესტაფონი – სპარტაკი (ცხინვალი) – გადაიდო 

 

დინამო              
17 12   3    1     40-13 39  
ჩიხურა               
17 10 4 3 34-21 34
გურია                                
17 9 0 8 20-24 27
დილა                  
17 7 6 4 23-15 27
სიონი    
17 7 5 5 21-18 26
მეტალურგი                  
17 7 5 5 23-22 26
ზესტაფონი     
16 6 4 6 18-15 22
ტორპედო        
17 6 4 7 19-19 22
ვიტ ჯორჯია   
17 6 4 7 20-23 22
სპარტაკი          
16 4 1 11 13-24 13
მერანი              
17 4 1 12 14-34 13
ზუგდიდი        
17 2 5 10 7-24 11


მე-18 ტური. 18 დეკემბერი: ზუგდიდი –მეტალურგი, გურია – ზესტაფონი

19 დეკემბერი: სპარტაკი – დილა, ჩიხურა – სიონი, მერანი – დინამო, ვიტ ჯორჯია - ტორპედო

 

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119586