ფეხბურთი

16:01 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის “იუვენტუსთან” ფრე არ აკმაყოფილებს

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ტურინის “იუვენტუსთან” მოახლებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი. “ჯალოროსის” ლეგენდარულ “ათიანს” “ბებერ სინიორასთან” ფრე არ აკმაყოფილებს და მხოლოდ 3 ქულაზე ფიქრობს.

“მიმდინარე სეზონში, საუკეთესო კლუბები დავამარცხეთ, მაგრამ ამ სიას “იუვენტუსი” აკლია. ფრეზე თანახმანი არ ვართ და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, ინდივიდუალური თამაშით, მეტოქეს ვჯობნით. განსხვავება ისაა, რომ ტურინელები ძალზე შეთამაშებულნი არიან. რომაული დერბი უნიკალურია, მაგრამ პირადად ჩემთვის, “იუვესთან” მატჩები განსაკუთრებულია”, - განუცხადა ტოტიმ იტალიურ მედიას.

ცნობისათვის, “იუვენტუსი” “რომას” 5 იანვარს დაუპირისპირდება.

 

0.113567