შესაძლოა, “რომას” ტრავმირებული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მოედანს მილანის “ინტერთან” მეტად პრინციპულ მატჩში დაუბრუნდეს. “ჯალოროსის” ოფიციალური საიტის ცნობით, სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ტოტიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალება მოგვცა. აღდგენითი პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია გრძელდება და “ინტერთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყდება, შეძლებს თუ არა კაპიტანი მოედანზე გასვლას”, - ნათქვამია რომაელთა ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისათვის, “რომა” “ინტერს” 1 მარტს დაუპირისპირდება.