ფეხბურთი

15:45 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს

იტალიური “რომას” ვეტერანმა და გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკომ ტოტიმ განაცხადა, რომ მომავალი სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება. ამის შესახებ მან კლუბის ახალი ფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა: “ახალი ფორმა ძალიან მომწონს. “რომას” უამრავი მაისური მქონოა და ეს ჩემთვის უკანასკნელი იქნება”.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფეხბურთელი კლუბთან 2016 წლის ივნისამდე ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, მაგრამ ეს ვარაუდი არასწორი აღმოჩნდა. ტოტი “რომას” ერთგულია და 1993 წლიდან დღემდე, კლუბის მაისურით ჩატარებულ 678 მატჩში 282 გოლი გაიტანა. იტალიის ეროვნულ გუნდში მან 58 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

 

0.116292