ფეხბურთი

15:14 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა

 

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის წინააღმდეგი არაა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მისაღებია.

“თუ ჩეზარე პრანდელი განაცხადში ჩემს გვარსაც შეიყვანს, საქმე საამაყოდ მექნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარი ფიზიკური ფორმაა. ვნახოთ, მზად ვიქნები თუ არა. დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ იტალიის ნაკრები ფინალში გავა. ვფიქრობ, ბიჭებს ეს ძალუძთ”, - განუცხადა ტოტიმ იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ “რომას” კაპიტანს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2006 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112755