ფეხბურთი

15:22 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "კასანო ჩემი ყველაზე ძლიერი პარტნიორი იყო"

"რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ თქვა, რომ ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი, რომელიც ჰყოლია, ანტონიო კასანო გახლდათ. ისინი 5 წლის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად.

ბევრს გაუკვირდა, რადგან ელოდნენ ვინჩენცო მონტელას ან გაბრიელ ბატისტუტას დასახელებას.

ტოტის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე რთული ხასიათის მოთამაშე. მან ორი კაცი დაასახელა – დანიელე დე როსი და მარკო ბორიელო.

ილია კახელიშვილი 

0.149433