იტალიური “რომას” 36 წლის კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, “ჯენოასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში, სერია A-ში თავისი 225-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ის ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელს, გუნარ ნორდალს გაუტოლდა.
225-225 გოლით, ნორდალი და ტოტი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი სილვიო პიოლაა, რომლის ანგარიშზეც 274 გოლია. ტოტის ასაკის გათვალისწინებით, მის მიერ პიოლას შედეგის გაუმჯობესება შეუძლებელი სჩანს.