“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც იტალიის სერია A-ს განვლილ ტურში “ნაპოლისთან” მატჩში (2:0) ტრავმა მიიღო, დაახლოებით თვეს გამოტოვებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Football Italia იუწყება.
ორშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ 37 წლის ფეხბურთელს მუხლის მყესის დაზიანება აღმოუჩინა. უახლოესი 10 დღის განმავლობაში მას ხელმეორედ შეამოწმებენ და გამოჯანმრთელების საბოლოო ვადას დაუდგენენ.
თუმცა, უკვე ცნობილია, რომ იტალიის ჩემპიონატში მომდევნო ორ მატჩს “უდინეზესა” და “კიევოს” წინააღმდეგ ტოტი ნამდვილად გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში ტოტიმ სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.