ფეხბურთი

21:50 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი ბრაზილიისკენ იხედება

ფრანჩესკო ტოტი იტალიის ნაკრებს 2006 წელს, გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ დაემშვიდობა. Sky Sport Italia-ს ცნობით კი 37 წლის “ჩესკო” ბრაზილიაში წლეულს ჩასატარებელ მუნდიალზე თამაშის სურვილს გამოთქვამს.

პრინციპში ტოტი “სკუადრა აძურაში” დაბრუნების სურვილს ადრეც გამოთქვამდა, ხსენებული გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კი შემდეგი თქვა: “თუკი პრანდელი ნაკრებში დამიძახებს, გამიხარდება. ამ შემთხვევაში ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო მუნდიალი გახდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ასაკზე მეტად ყურადღება ჩემ სათამაშო ფორმას უნდა მიექცეს. ვფიქრობ, ზაფხულში კარგ კონდიციაში ვიქნები”.

რომაელთა კაპიტანმა “სკუადრა აძურას” სამუნდიალე შანსზეც ილაპარაკა და პრანდელს “რჩევაც მისცა”: “ვიმედოვნებ, იტალია ფინალამდე გააღწევს. საამისო შესაძლებლობა და პოტენცია “სკუადრა აძურას” ნამდვილად შესწევს. “რომადან” ნაკრების შემადგენლობაში დესტროსა და ფლორენცის შევიყვანდი, თუმცა, ეს ჩეზარე პრანდელის გადასაწყვეტი საქმეა”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113803