“მანჩესტერ იუნაიტედის” 23 წლის შემტევს, დანი უელბეკს კარიერის “ტოტენჰემში” გაგრძელების შანსი აქვს.
გავრცელებული ინფორამციით, უელბეკი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლის გაშვებასაც “მანჩესტერი” გეგმავს. Sky Sports-ის ცნობით, “წითელ ეშმაკებთან” მოლაპარაკებებს “ტოტენჰემი” აწარმოებს, რომელსაც ფეხბურთელის არენდით აყვანა სურს.
ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” გარდა, უელბეკის დამატებით დაინტერესებულნი “ნიუკასლი”, “სანდერლენდი” და “ჰალიც” არიან.