ფეხბურთი

17:33 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" შემადგენლობის გაძლიერება უნდა

 

ბრიტანული გამოცება Mirror-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემი" სანკტ-პეტერბუგის "ზენიტის" თავდამსხმელ ჰალკის შესაძენად 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს ამზადებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი გარეტ ბეილის შემცვლელად მოიაზრება. მას შემდეგ, რაც ვილიანი ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა და ბეილმა კლუბი დატოვა, ანდრე ვილაშ-ბოაშს ორი გამოცდილი თავდამსხმელის შეძენა სურს.

"რომას" თავდამსხმელ ერიკ ლამელას გადასვლა "ტოტენჰემში", თითქმის გადაწყვეტილია. ფეხბურთელი ლონდონში გაემგზავრა და "დეზებს" 21 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ტოტენჰემს" შეუერთდება ვლად კირიკეშია. ლონდონელები ბუქარესტის "სტიაუას" უკვე შეუთანხმდნენ და ცენტრალური მცველის ტრანსფერი 7.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113447