მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი სამიზნე “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ალვარო ნეგრედოა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.
ლონდონელები შეტევის ხაზში ცვლილებებს გეგმავენ. “ტოტენჰემს” ესპანელი რობერტო სოლდადო და ტოგოელი ემანუელ ადებაიორი დაემშვიდობებიან. ლონდონელები მომდევნო სეზონისთვის ნეგრედოს იმედზე არიან.
აღსანიშნავია, რომ ნეგრედოს ხილვა მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურს.