ფეხბურთი

14:34 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” პაულინიოს ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის “ტოტენჰემი” ბრაზილიურ “კორინთიანსს” ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ პაულინიოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

The Telegraph-ის ცნობით, ინგლისელები 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.

მიმდინარე კვირაში პაულინიოს აგენტი სპეციალურად ჩაფრინდა ლონდონში და მოლაპარაკების პროხესში ტრანსფერის სანაცვლოდ 17 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრაზილიური კლუბი დათმობაზე წავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ნახევარმცველის შეძენა, რომელსაც ნაკრების მაისურით 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მადრიდის “რეალსაც” სურდა.

თეგებიპაულინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117142