ლონდონის “ტოტენჰემმა” შემტევ ერიკ ლამელას შეძენის თაობაზე იტალიის “რომას” ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა goal.com-ი იუწყება.
მხარეებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და სავარაუდო ტრანსფერი ღირებულება 20 მილიონი გირვანქაა. “ტოტენჰემი” ლამელას შეძენას იმისდა მიუხედავად შეეცდება, დარჩება თუ არა გუნდში გარეთ ბეილი.
განვლილ სეზონში, 21 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.