ფეხბურთი

21:21 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ჰალკი იუარა

ლონდონის “ტოტენჰემს” სანკტ-პეტერბურგის ფორვარდის – ჰალკის იჯარით აყვანა შეეძლო, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა. Goal-ის ცნობით, ინგლისელები რუსების მიერ მოთხოვნილმა თანხამ დააფრთხო.

საქმე ისაა, რომ წელიწადიანი იჯარისთვის, “ზენიტი” “ტოტენჰემს” 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთხოვდა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ამხელა თანხის გადახდა არ ისურვეს.

თავის მხრივ, ჰალკს თავის ძველ მწვრთნელთან – ანდრე ვილაშ-ბოაშთან დაბრუნება სურდა, რომელთან ერთადაც “პორტუში” მუშაობდა.

0.114803