ფეხბურთი

13:33 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ეტო’ოს დაუმიზნა

ვეტერანი კამერუნელი ფორვარდი კვლავ თავისუფალი აგენტია და ერთბაშად რამდენიმე კლუბის წინადადებას განიხილავს. ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა წინადადება “ტოტენჰემისგანაც” მიიღო.

ეტო’ოს დაყოლიებას სტამბულის “გალათასარაი” და იტალიური “რომა” ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით, აფრიკელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. “ტოტენჰემი” კამერუნელს ემანუელ ადებაიორის შემცვლელად განიხილავს, რადგან დიდი ალბათობით, ტოგოელი ლონდონს დაემშვიდობება.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში, ეტო’ომ 21 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

 

0.115178