ფეხბურთი

12:17 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” ახალი მოთხოვნა – 100 მილიონი და მორატა

“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის ნახევარმცველ გარეთ ბეილის შეძენის მსურველი მადრიდის “რეალის” დასაფრთხობად ახალ პირობას აყენებს. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, “ტოტენჰემის” პრეზიდენტი დენიელ ლევი თამასას კიდევ უფრო მაღლა წევს და ახლახან მოთხოვნილ თანხას – 100 მილიონ ევროს 16 მილიონით ზრდის.

მეორე ვარიანტად ლევი “რეალისგან” 100 მილიონს და თავდამსხმელ ალვარო მორატას ითხოვს.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბეილის ტრანსფერში ამდენი ფულის დახარჯვას არ აპირებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მის ოპტიმისტურ განწყობაზეც ბევრი იწერება.

 

0.113582