ფეხბურთი

14:40 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" – ყველაზე ხელმომთბარი ტრანსფერებიდან

სააგენტო Football Observatory-მ ბოლო 6 წელიწადში განხორციელებული ტრანსფერების საერთო სტატისტიკა წარმოადგინა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელებს ყველაზე ძვირად ლონდონის "ტოტენჰემი" ჰყიდის – მათ საერთო ჯამში, 322 მილიონი ევრო აიღეს ბოლო 6 წელიწადში. არც არის გასაკვირი: გარეთ ბეილი (91 მილიონი), დიმიტარ ბერბატოვი (38), ლუკა მოდრიჩი (30) და სხვები...…

მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია", ხოლო მესამეზე – "პორტუ". ისე, "პორტუ" აშკარად პირველია შემოსავლების მხრივ. "ტოტენჰემი" თუ ჰყიდის, საკმაოდ ძვირად ყიდულობს კიდეც ფეხბურთელებს, ხოლო პორტუგალიურ კლუბს, როგორც წესი, იაფად მოჰყავს მოთამაშეები და შემდეგ მსუყე თანხას იღებს. მაგალითად ჰალკისა და ფალკაოს დასახელებაც კმარა.

აქვე, ფოტო, სადაც 30 ყველაზე გამორჩეული კლუბია აღნიშნული: თუ რა თანხა მიიღეს მათ ფეხბურთელთა გაყიდვებისგან.

 

0.119394