ფეხბურთი

12:14 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ვილიას 9 მილიონად იყიდის

ლონდონის “ტოტენჰემი” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ დავიდ ვილიას შეძენას უახლოვდება. Goal-ის ცნობით, ინგლისელებს 31 წლის ესპანელის ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ვილიამ “ბარსას” ხელმძღვანელობისგან “ტოტენჰემთან” მოლაპარაკების უფლება უკვე მიიღო. “ელ გუახემ” ლონდონელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები თითქმის შეათანხმა. ნისლიან ალბიონზე, ასტურიელი კვირაში 117 ათას ევროს მიიღებს. რამდენადაც ცნობილია, ვილიას “ტოტენჰემის” თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში უკვე ესაუბრა და ტრანსფერზეც დაითანხმა.

გასულ კვირაში, ინგლისელები ბრაზილიაში იმყოფებოდნენ, სადაც კონფედერაციის თასზე მოასპარეზე ვილიასთან და პაულინიოსთან გამართეს მოლაპარაკებები.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114756