ესპანური “ვალენსიას” ყოფილმა პრეზიდენტმა ანტონიო სესემ განაცხადა, რომ ლონდონის “ტოტენჰემმა” თავდამსხმელი რობერტო სოლდადო 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
ანდალუსიელთა ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს Goal-ი ავრცელებს.
“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სულ მალე სოლდადო კლუბს გამოიცვლის. “ტოტენჰემმა” ის პუნქტი აამოქმედა, რომლის თანახმადაც მოთამაშის გამოსყიდვა შეეძლო. ლონდონელთა ხელმძღვანელობამ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო” - განაცხადა სესემ.
28 წლის სოლდადომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 35 მატჩში 24 გოლი გაიტანა.