ფეხბურთი

14:23 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” პაულინიოში 20 მილიონს იხდის

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემი” ბრაზილიური “კორინთიანსის” ნახევარმცველის – პაულინიოს შეძენას ეცდება. Goal-ის ინფორმაციით, ინგლისელები ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს იხდიან.

თუკი მხარეები შეთანხმდებიან, “კორინთიანსი” თავდაპირველად 17.6 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დარჩენილი 2.4 მილიონი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს პაულინიო “ტოტენჰემის” მაისურით. სავარაუდოდ, ბრაზილიელის ბედი კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ “ტოტენჰემის” გარდა, პაულინიოს ხილვა მილანის “ინტერსა” და დონეცკის “შახტარსაც” სურთ.

 

0.115623