ლონდონის “ტოტენჰემი” “საუტჰემპტონის” ნახევარმცველის – ადამ ლალანას შეძენას აღარ ეცდება. “სკაი სპორტსის” ცნობით, ლონდონელები თავიანთ ნახევარდაცვის ხაზს უკვე კარგად დაკომპლექტებულად მიიჩნევენ.
როგორც ირკვევა, “ტოტენჰემს” ლალანაში 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა ეძვირება და ურჩევნია, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში სხვა პოზიციების გაძლიერებაზე იზრუნოს. საერთოდაც, მომდევნო სეზონის წინ, “ტოტენჰემში” დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
დიდი ალბათობით, ლალანა კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს.