ფეხბურთი

15:33 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” კირიკეშზე “სტიაუას” შეუთანხმდა

ლონდონის “ტოტენჰემი” ბუქარესტის “სტიაუას” ცენტრალური მცველის ვლად კირიკეშის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

ზაფხულის დასაწყისში ლონდონელები 23 წლის ფეხბურთელის შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ კირიკეშის ტრანსფერს ვეტო რუმინული კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ დაადო, რომელიც ამჯერად სასჯელს იხდის.

ბოლო დღეებში ლონდონელებმა “სტიაუასთან” მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ტრანსფერის დასრულებასთან ახლოს არიან. დიდი შანსია, კირიკეშის “ტოტენჰემში” გადასვლა ოფიციალურად მომავალ კვირაში შედგეს.

“კლუბებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს. რუმინულმა კლუბმა მისი ტრანსფერისგან დიდი ფული მიიღო, მაგრამ ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ. ვლადს ვულოცავ” – განაცხადა “სტიაუას” მთავარმა მწვრთნელმა ლაურენციუ რეგეკამპფმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130066