ფეხბურთი

11:33 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ბეილს ხელფასს უორმაგებს

“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ გარეთ ბეილს გუნდში დარჩენის შემთხვევაში ხელფასის გაორმაგებას ჰპირდება. ამ ნაბიჯით ბრიტანელები ცდილობენ, უელსელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” გადასვლის სურვილი გაუქრონ.

ამჟამად გარეთ ბეილის წლიური გასამრჯელო 4,5 მილიონი ევროა. კლუბის ხელმძღვანელობის შეთავაზების მიღების შემთხვევაში კი 9 მილიონი გახდება. ბეილს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს.

შეგახსენებთ, ახლახან “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “სამეფო კლუბი” ახალი ვარსკვლავის შესაძენად ემზადება. ფეხბურთელის ვინაობა არ დააკონკრეტა, მაგრამ ევროპული სააგენტოების ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ბეილს გულისხმობდა.

 

 

0.117743