საქმე ისე მიდის, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” და მადრიდის “რეალი” გარეტ ბეილის ტრანსფერს ოფიციალურ სახეს უახლოეს პერიოდში მისცემენ. Marca-ს ცნობით, ინგლისელები ესპანელთა წინადადებას უკვე დათანხმდნენ.
როგორც ირკვევა, მხარეები 99 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ამგვარად, 24 წლის უელსელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. არაა გამორიცხული, კლუბებმა ტრანსფერი ოფიციალურად პარასკევს გამოაცხადონ.
აღებული ფულით, “ტოტენჰემი” ვილიანისა და ერიკ ლამელას შეძენას გეგმავს.