ფეხბურთი

12:15 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” “ოცელულთან” ფრე ითამაშა

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “ოცელულთან” ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
მაქსიმე ქვილითაია,  რიგვავა, ცინცაძე, ზაზა ჭელიძე, ტაბატაძე, მერაბ გიგაური (მარკოზაშვილი, 55), გიორგი დათუნაიშვილი (გოგიჩაიშვილი, 60), ფირცხალავა (გიორგი დათუნაიშვილი, 74), ვალერი ბოლქვაძე (ახვლედიანი, 60), ფანცულაია, საბანაძე (ვახტანგ კვარაცხელია, 55).
შეხვედრის 65-ე წუთზე ანგარიში კოსმინ ვანკეამ გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე, ნიკა ახვლედიანის პასის შემდეგ, საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმით თანაფარდობა გიორგი ფანცულაიამ აღდგინა.
ესპანეთიდან გამომგზავრებამდე, “ტორპედო” კიდევ ერთ სპარინგს 16 თებერვალს ჩაატარებს და ქუთაისელთა მეტოქე ნორვეგიის “სტრომსგოდსეტი” იქნება.


ფოტო fctorpedo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103957