უმაყურებლო მიხეილ მესხის სტადიონზე დასრულდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის ქვედა ექვსეულის მორიგი მატჩი. “ტორპედომ” “მერანს” “უმასპინძლა” და 5:1 მოუგო. ანგარიში მე-14 წუთზე ქუთაისელმა ოთარ კვერნაძემ გახსნა, 33-ზე თემურ მარკოზაშვილმა მეორე გოლი გაიტანა, თუმცა ტაიმის მიწურულს მარტვილელმა ლევან გეგეჭკორმა ერთი საპასუხო შეაგდო და თითქოს ინტრიგა გაჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმში ირაკლი ლექვთაძემ (50-ე წთ), იმავე კვერნაძემ (77) და მარკოზაშვილმა (85) კიდევ სამჯერ დააწყებინეს სტუმრებს ცენტრიდან და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
ამ წაგების შემდეგ “მერანი” ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და თუ გუნდები 16-მდე არ გაზარდეს (რაზედაც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ), ალბათ უმაღლეს ლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება.
1 | ვიტ ჯორჯია | 27 | 10 | 6 | 11 | 33:35 | 36 |
2 | ტორპედო | 27 | 10 | 6 | 11 | 31:38 | 36 |
3 | დილა | 26 | 9 | 8 | 9 | 35:29 | 35 |
4 | სპარტაკი | 27 | 9 | 4 | 14 | 27:34 | 31 |
5 | ზუგდიდი | 26 | 6 | 6 | 14 | 16:35 | 24 |
6 | მერანი | 27 | 6 | 4 | 17 | 21:49 | 22 |