მე-14 ტურის მატჩებს წინ ერთობ უსიამოვნო ამბავი უძღვოდა. ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელებმა ფინანსური პრობლემების გამო ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელეს: “სიონთან” თამაშზე უარს ვამბობთო, მაგრამ მატჩი მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და ლანჩხუთელები “შინ” ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ (1:2). ზედიზედ მეხუთედ წააგო ქუთაისის “ტორპედომ,” ეს უკვე გუნდში სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს. “დინამომ” სტუმრად იოლად დაამარცხა “სპარტაკი,” “ჩიხურამ” კი “ვიტ ჯორჯიას” სძლია და ლიდერს კვლავ 4 ქულით ჩამორჩება.
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44)
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)
30 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
5 | მეტალურგი | 13 | 6 | 4 | 3 | 19:17 | 22 |
6 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
7 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
8 | ზესტაფონი | 13 | 5 | 3 | 5 | 14:10 | 18 |
9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა