ქუთაისის “ტორპედო” თბილისი-ვენის რეისით ავსტრიაში ჩავიდა, შემდეგ კი სლოვაკეთამდე ავტობუსით იმგზავრა და დანიშნულების ადგილზე დაბინავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ტორპედოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ქუთაისურმა გუნდმა ქალაქ ჟილინაში უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს, რომელსაც 11 ივლისს, “პოდ დუბნომის“ 11 000-იან სტადიონზე მასპინძელ “ჟილინასთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” სლოვაკებთან საშინაო შეხვედრა 0:3 აქვს წაგებული.