დღეს 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის 4 შეხვედრა დამთავრდა. ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის უმაყურებლო “ჩელე არენაზე” მარტვილის “მერანს” მინიმალური ანგარიშით მოუგო და რადგან “ვიტ ჯორჯია” შინ “სპარტაკთან” დამარცხდა, ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავა.
ზედა ექვსეულში კი “გურიამ” 9 მარტის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ლანჩხუთელებს აქამდე ზედიზედ 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.
გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე ) 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ძამსაშვილი (17), 2:0 ისიანი (35), 2:1 კვასხვაძეE(67), 3:1 ისიანი (77), 3:2 ოდიკაძეE(79)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 19:00
დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 20:00
1 | დინამო | 31 | 20 | 5 | 6 | 65:23 | 65 |
2 | ზესტაფონი | 31 | 19 | 4 | 8 | 48:23 | 61 |
3 | სიონი | 31 | 16 | 6 | 9 | 41:33 | 54 |
4 | ჩიხურა | 32 | 13 | 7 | 12 | 56:50 | 46 |
5 | მეტალურგი | 31 | 13 | 6 | 12 | 35:37 | 45 |
6 | გურია | 32 | 12 | 0 | 20 | 31:53 | 36 |
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენალტით)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 თევდორაძე (28)
დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბულია (81)
1 | ტორპედო | 32 | 14 | 6 | 12 | 43:44 | 48 |
2 | ვიტ ჯორჯია | 32 | 13 | 6 | 13 | 41:45 | 45 |
3 | დილა | 32 | 11 | 8 | 13 | 44:36 | 41 |
4 | სპარტაკი | 32 | 12 | 4 | 16 | 33:38 | 40 |
5 | ზუგდიდი | 32 | 10 | 6 | 16 | 26:42 | 36 |
6 | მერანი | 32 | 6 | 4 | 22 | 21:60 | 22 |
მეგოლეები:
17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ვილი ისიანი (“გურია”)
11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;