ცნობილი გახდა წყალბურთში 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის 12-ვე მონაწილის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ისტორიულ წარმატებას თურქეთთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში მიაღწიეს. საქართველომ მეტოქეს თბილისში 8:4 სძლია, სტამბულში კი 9:12 დამარცხდა და საერთო ჯამში, მოგებული გამოვიდა.
პლეი-ოფის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
რუმინეთი – დიდი ბრიტანეთი 18:7, 18:8
უკრაინა – ესპანეთი 5:17, 6:25
საფრანგეთი –
სლოვაკეთი – ხორვატია 8:16, 6:14
ჰოლანდია – რუსეთი 9:11, 10:12
ამგვარად, ბუდაპეშტის საგზური საქათველოს გარდა, რუმინეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ხორვატიის და რუსეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.
ცხადია, ტურნირზე მასპინძელი უნგრეთიც ითამაშებს, სერბეთს, მონტენეგროს, იტალიას, გერმანიას და საბერძნეთს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურები 2012 წლის ევროპირველობის შედეგებით ჰქონდათ მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირი მიმდინარე წლის 13-26 ივლისს შედგება, მისი წილისყრა კი 9 მარტს ბუდაპეშტში გახლავთ დაგეგმილი.