ფეხბურთი

15:37 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინოს” მარესკა უნდა

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, “ტორინოს” 33 წლის ნახევარმცველ ენცო მარესკას შეძენა უნდა. ის “სამპდორიას” საკუთრებაა, მაგრამ გუნდში მასზე დიდ იმედებს არ ამყარებენ და მისი გასხვისების წინააღმდეგები არ არიან.

აღსანიშნავია, რომ “ტორინოს” ფანებს ვეტერანი ფეხბურთელის მიმართ ძველი წყენა ახსოვთ და შესაძლოა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მას არცთუ კარგი დახვედრა მოუწყონ. საქმე ისაა, რომ 2002 წელს ის “იუვენტუსში” თამაშობდა და ტურინული დერბის მიწურულს გოლი გაიტანა, რითაც “ბებერი ქალბატონი” მარცხისგან იხსნა (2:2), მერე ხარის იმიტირება მოახდინა და გოლის ასეთი აღნიშვნით “ტორინოს” გულშემატკივართა გულისწყრომა გამოიწვია.

ენცომ საუკეთესო პერიოდი 2005-იდან 2009 წლამდე ესპანურ “სევილიაში” გაატარა. ის “სამპდორიაში” შარშან ასევე ესპანური “მალაგადან” გადავიდა, მაგრამ შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 16 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

0.112437