ფეხბურთი

18:31 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი “ბარსელონაზე” არ ფიქრობს

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა კატალონიის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ირკვევა, ესპანელი “კამპ ნოუზე” გადაბარგებით დაინტერესებული არაა.

“ბარსელონას” პრეზიდენტ სანდრო როსელს დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მეტი არაფერი. სადღეისოდ, მხოლოდ კონფედერაციის თასზე ვფიქრობ, შემდეგ კი, “ჩელსიზე” გადავერთვები. მინდა, მოურინიოს დაველაპარაკო, შემდეგ კი, ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყო”, - უთხრა ტორესმა Sky Sports-ს.

მოგეხსენებათ, ტორესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც კონფედერაციის თასზე ასპარეზობს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118135