ფეხბურთი

11:25 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტონის მუნდიალზე თამაში სურს

ვეტერანი იტალიელი ფორვარდი ლუკა ტონი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშზე ფიქრობს. ამის შესახებ “ვერონას” 36 წლის თავდამსხმელმა განუცხადა Football Italia-ს.

“მსოფლიოს ჩემპიონატი? ზაფხულში შევაფასოთ, როგორი საკლუბო სეზონი მექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელიზე. გუნდთან დაკავშირებით, ყველა გადაწყევტილება სის იღებს. კოლექტივი უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ მუნდიალზე სიამოვნებით ვითამაშებდი”, - განაცხადა ტონიმ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

არაა გამორიცხული, მსოფლიოს ჩემპიონატზე “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტიც ვიხილოთ. რამდენადაც ცნობილია, პრანდელი ვეტერანი ფეხბურთელების მუნდიალზე წაყვანას არ გამორიცხავს.

 

0.118905