ფეხბურთი

21:54 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსში 25 მილიონს 5 ინგლისური გუნდი იხდის

ტონის კროოსი და მიუნხენის “ბაიერნი” ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. Daily Mail-ის ცნობით, შექმნილი სიტუაციით სარგებლობას “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “არსენალი” აპირებენ.

“ბაიერნსა” და კროოსს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის. ფეხბურთელი, ამჟამად, კვირაში 60 თას ევროს გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ანაზღაურების 150 ათას ევრომდე გაზრდა სურს, ხოლო “ბაიერნის” წარმომადგენლები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების საწარმოებლად მზად მხოლოდ მას შემდეგ იქნებიან, რაც ფეხბურთელი მოთხოვნას შეამცირებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, კროოსის ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და “ბაიერნისთვის” ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონის გადასახდელად 5 ინგლისური კლუბია მზად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116963