მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ადასტურებს, რომ მის გუნდს “ნაპოლის” სლოვაკი შემტევის, მარეკ ჰამშიკის დამატება სურს.
“პირობას გაძლევთ, რომ უახლოესი სატრანსფერო კამპანია ძალიან კარგი იქნება. მინიმუმ ორ მაღალი დონის ფეხბურთელს დავიმატებთ.
მარეკ ჰამშიკის “ინტერში” ხილვა ძალიან მინდა, მაგრამ არც პრესის მიერ დასახელებულ არც სხვა შემსრულებლებზე ვიტყვით უარს.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს Football Italia.
ბოლო დროს იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი”, ჰამშიკის გარდა, ფერნანდო ტორესს, ედინ ჯეკოსა და ალვარო მორატას აკვირდება.