მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ხავიერ ძანეტის ლონდონის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება 40 წლის არგენტინელმა თავად უნდა მიიღოს.
“კაპიტანს, ბოლოს, 2 თვის წინათ ვესაუბრე. ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ძანეტი კლუბის ლეგენდაა და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ხავიერის მომავალს უახლოეს თვეებში განვიხილავთ.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს fcinternews.it.
20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ჩელსი” ხავიერ ძანეტის ერთწლიან კონტრაქტს, ხოლო შემდეგ სამწვრთნელო შტაბში დასაქმებას სთავაზობს.