სხვა

15:26 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ლიდერობა დაიბრუნა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის მოგების კარგ შანსს ინარჩუნებს.

ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-12 ნომრის სტატუსით ირჯება, ერთადერთი მარცხის ფონზე მე-8 გამარჯვება დივიზიონის მე-11 ნომერ აკისეიამასთან მიითვალა.

მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ პირველად წაიფორხილა ძურიოს მე-3 ნომერმა იჩინოჯომ. ამგვარად, 8-8 მოგებით სწორედ ქართველი და მონღოლი სეკიტორები ლიდერობენ.

მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 ნომერი ტოსაიუტაკა იქნება, რომელსაც ზურგს 7 მოგება უმაგრებს.

ისევ უარყოფით ბალანსზე (4 მოგება, 5 მარცხი) გავიდა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც გაგამარუს შიკონათია ცნობილი.

გაგამარუმ, რომელიც აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, აღმოსავლეთისვე მე-13 მაეგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით წააგო. ქართველი გოლიათის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კიტატაიკი იქნება, რომელთანაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 2:4 მარცხდება.

ნაგოიას ბაშოს დაუმარცხებლად ლიდერობს იოკოძუნა ჰაკუჰო, მის მადევართა შორის კი, 8-8 მოგებით, იოკოძუნა კაკურიუ და ოძეკი კოტოშოგიკუც არიან. თავის მხრივ, უკვე სამჯერ დამარცხდა იოკოძუნა ჰარუმაფუჯი.

ნაგოიას ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=I33yeTcf__4

0.122983