სხვა

16:41 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო დაუმარცხებლად დაასრულა

ორივე იოკოძუნამ წააგო, მთავარი ბრძოლები წინაა


ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც დოჰიოს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა, რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი გორგაძე დასავლეთის 55-ე ნომრის სტატუსით ირჯებოდა და მისთვის დასკვნით შერკინებაში ასევე დაუმარცხებელ მუსაშიუმის (24-ე) იორიკირით სძლია. ცხადია, ქართველ სუმოისტს წოდებაში წინსვლა ელის და იმედია, ეს მისი მორიგი აღზევების დასაწყისი იქნება.

სამწუხაროდ, პირიქით დაქვეითება ელის ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ბინადარ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. მან ჰარუ ბაშოზე მე-8 მარცხი (უვატედაშინაგეთი) აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა აძუმარიუსთან განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსს ვერ გადაურჩება.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველ გოლიათს მაკე-კოშის გამო რამდენიმე საფეხური დააკლდება, თუმცა, ცხადია, რომ ელიტარული ლიგიდან დაქვეითება არ ემუქრება. გაგამარუს 5 მოგება აქვს, ბოლოსწინა მე-14 ტურში კი მისი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიომარუ იქნება.

ძალიან დაიძანა ბრძოლა “იმპერატორის თასისთვის”, რისი მიზეზიც მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს პირველი მარცხი გახდა. ამ უკანასკნელმა ზედიზედ 12 გამარჯვების შემდეგ, პირველი წარუმატებელი ორთაბრძოლა ოძეკი კოტოშოგიკუსთან ჩაატარა და თან, მარჯვენა ხელის თითიც დაიზიანა.

მეორედ დამარცხდა (სეკივაკე გოეიდოსთან) კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, ხოლო ჰაკუჰოს უმთავრეს მეტოქედ ოძეკი კაკურიუ იქცა, რომელმაც მე-12 მოგება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა.

შაბათს ცენტრალური ჰაკუჰოს და კაკურიუს დაპირისპირება იქნება, ხოლო ჰარუმაფუჯი კოტოშოგიკუს გაეჯიბრება.

მარტის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=WNboJwRo4m4

0.130264