ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ტრავმიანობის გამო, ელიტიდან რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტამდე დაქვეითდა, მიჯრით მე-2 ტურნირის მოგებისკენ მიიღწვის.
ტოჩონოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 ნომრის სტატუსით შეხვდა, ზედიზედ მე-4 გამარჯვება კი კიზენრიუსთან გაიფორმა. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთში მე-4 რეიტინგის მქონე მეტოქე იორიკირით დაჯაბნა და მას პირველი მარცხი აგემა.
მაკუშიტას დივიზიონში სუმოისტები ბრძოლებს დღეგამოშვებით ატარებენ, ამდენად, გორგაძეს შემდეგი შერკინება 19 მაისს მოუწევს. ისიც ვთქვათ, რომ ტოჩინოშინს სულ 7 შეხვედრა
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა სეკიტორმა, რომელიც მაისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, 3 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადა.
199-კილოგრამიანი გაგამარუ აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა სადანოუმის (131 კგ.) დაუპირისპირდა და მეტოქეს მავაშის ხელში მოგდების საშუალება მისცა, რაც იაპონელის იორიკირით დასრულდა.
18 მაისს ჯუღელი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიომარუს გაეჯიბრება, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.
ნაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-7 მოგება მე-3 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან იზეიმა. “თეთრ ფენიქსს” 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან ოძეკი კისენოსატო, მე-5 მაეგაშირა იკიოი და მე-13 მაეგაშირა კიტატაიკი.
ნაცუ ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=5oHSynVF_mI