ფეხბურთი

13:47 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის გადაწყვეტილი: გერმანია-საქართველო ლაიპციგში გაიმართება

თითქმის გადაწყდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფურ მატჩებს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლაიპციგში დაასრულებს.  2015 წლის 11 ოქტომბერს გერმანია-საქართველო სწორედ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქში გაიმართება – “რედ ბულ არენაზე”, რომელიც 45000 მაყურებელს იტევს.

ლაიპციგში გერმანელებს არაერთხელ უთამაშიათ და ყველა შეხვედრა მოუგიათ: ბოლოს 2012 წელს ამხანაგურში ისრაელს 2:0 სძლიეს. მანამდე კი იმარჯვეს კამერუნთან, ლიხტენშტაინთან და მექსიკასთან. ლაიპციგში 2006 წლის მუნდიალის შეხვედრებიც გაიმართა.

ერთიც: Bild-ის ცნობით, როცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ლაიპციგის სტადიონის მენეჯერს აცნობა, შესარჩევის ერთი მატჩის ჩატარება თქვენთან გვსურსო, მენეჯერს უთქვამს:

“ოღონდ გიბრალტართან არა... უკვე ბევრ ეგზოტიკურ ნაკრებს ვუმასპინძლეთ და სხვა მეტოქე შეგვირჩიეთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115138